"ხეტაფე"-"ბარსელონა": ლუის ენრიკე მატჩის წინ

"ხეტაფე"-"ბარსელონა": ლუის ენრიკე მატჩის წინ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "ხეტაფესთან" მატჩის წინ პრე-კონფერენცია გამართა, სადაც ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

"ხეტაფე" ძლიერი მეტოქეა. "ალფონსო პერესზე" თამაში რთულია. ჩვენ მათ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ვეთამაშებით, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ. "ხეტაფესთან" გამარჯვებით კარგ ფორმას შევინარჩუნებთ."

"ფეხბურთელებს აქვთ კონტრაქტი და ჩვენ არ ვსაუბრობთ საჯაროდ. მონტოია მუშაობს. სიტუაცია შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს."

"გუნდი მუდმივად ვითარდება. შევეცდებით მიზნების მიღწევასა და ბრძოლის გაგრძელებას. ყოველთვის ვცდილობთ, ტაქტიკური ცვლილებით მეტოქეს პრობლემები შევუქმნათ."

"იმისათვის, რომ დადებით შედეგებს მივაღწიოთ, კარგ ფიზიკურ კონდინციებში უნდა ვიყოთ. ძალიან ბედნიერი ვარ "ბარსელონაში" და ამ ფეხბურთელებთან ყოფნით."

"გუნდი წინ კარგად მიიწევს. იქნება კარგი და ცუდი მომენტები, მაგრამ ახლა კარგ ფორმაში ვიმყოფებით და ფოკუსირების შენარჩუნება გვსურს."

"გვინდა, დუგლასმა ისე ითამაშოს, როგორც "სან პაულუში" თამაშობდა. მას დრო ჭირდება ადაპტაციისთვის. ზოგი ფეხბურთელი ადაპტაციას სწრაფად გადის, ზოგი კი - არასდროს."

"იუვენტუსი" შესანიშნავი გუნდია. ტურინული გუნდი რთული მოწინააღმდეგე იქნება, თუ ჩვენ მას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში დავუპირისპირდებით." - დაასსრულა ლუის ენრიკემ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 29 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.