"ხეტაფე"-"ბარსელონა": ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა "ხეტაფესთან" მატჩის (0:0) შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა. ასტურიელი აცხადებს: "ჩვენ მეტოქეზე უკეთესად ვითამაშეთ და შევქმენით ბევრი მომენტი. თუ ჩვენ ერთი მომენტის გამოყენებას მაინც შევძლებდით, ახლა ვისაუბრებდით კარგ მატჩზე ჩვენი შესრულებით. მეორე ტაიმში მეტოქის კარის აღების ბევრი შანსი გქვონდა."
მწვრთნელმა განაგრძო: "ვერ ვიტყვი, რომ არ ვარ კმაყოფილი ფეხბურთელებით, რადგან ისინი იბრძოდნენ მატჩის დასაწყისიდან. ვიცოდით, რომ ეს თამაში რთული იქნებოდა. არ ვფიქრობ, რომ მეტოქეს მინიმუმ ერთი წუთი მოდუნების საშუალება მივეცით. შევეცადეთ, ჩვენი შესაძლებლობების საუკეთესო თამაშის ჩატარებას."
ახლა "ბარსა" ლიდერ მადრიდის "რეალს" 4 ქულით ჩამორჩება. ამაზე მწვრთნელმა თქვა: "ჩემპიონატში წინ ჯერ კიდევ ბევრი მატჩია. არც ისე დიდი ხნის წინ, 4-ქულიანი სხვაობით ჩვენ ვლიდერობდით, ახლა კი პირიქითაა. ჩვენ უნდა გავუმჯობესდეთ."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]