"ბარსელონა" ნეიმართან კონტრაქტის გახანგრძლივებას 2022 წლამდე აპირებს

"ბარსელონა" ნეიმართან კონტრაქტის გახანგრძლივებას 2022 წლამდე აპირებს

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა კლუბის ბრაზილიელ ვარსკვლავთან ნეიმართან, კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს ფეხბურთელის მამასთან აწარმოებს, რომელიც მისი აგენტი გახლავთ. 

22 წლის ნეიმარის მიმდინარე ხელშეკრულება კლუბთან 2018 წლამდეა ძალაში. სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა ბრაზილიელის თამაშით კმაყოფილია და კლუბს სჯერა, რომ ის კიდევ დიდი ხნით დაიცავს "ბარსელონას" ღირსებას. 

"ბარსელონას" მიზანი ფეხბურთელთან ახალი ხელშეკრულების კიდევ ოთხი წლით, 2022 წლამდე გაფორმებაა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.