პედრო ახალი წლის შემდეგ შეუჩერებელია

პედრო ახალი წლის შემდეგ შეუჩერებელია

"ბარსელონას" მე-7 ნომერი პედრო როდრიგესი ახალი კალენდარული წლის დაწყებას ყოველთვის კარგ ფორმაში ხვდებოდა ხოლმე. პედრომ, ბოლო 5 შემთხვევაში, როდესაც მან წლის პირველ მატჩში ითამაშა, 6 გოლი გაიტანა.

პედროს წარმატებული სერია 2010 წელს დაიწყო. წლის პირველ მატჩში, "ვილიარეალთან" დაპირისპირების დროს, მან ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი გაიტანა. ერთი წლის შემდეგ, "ლევანტესთან" 2:1 მოგებულ შეხვედრაში, პედრომ დუბლი გაიფორმა.

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პედრომ წლის პირველ შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანა, 2012 წელს დაფიქსირდა. თუმცა, 2013 წელს, ის დუბლით დაბრუნდა. გუნდის მე-7 ნომერმა 2 გოლი "ესპანიოლთან" 4:0 მოგებულ შეხვედრაში გაიტანა. ერთი წლის შემდეგ, "ბარსამ" კვლავ 4:0 მოიგო, ამჯერად "ელჩესთან", ხოლო პედრომ ერთი ბურთი გაიტანა.

იმედი ვიქონიოთ, პედრო გუნდს 2015 წლის პირველ მატჩში, "სოსიედადის" დამარცხებაშიც დაეხმარება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 20 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.