ფანები ბართომეუს გადადგომას ითხოვენ

ფანები ბართომეუს გადადგომას ითხოვენ

ესპანურმა Marca-მ თავის მკითხველებს შორის ჩაატარა გამოკითხვა, რათა გაერკვია მათი აზრი "ბარსელონას" პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბართომეუს მუშაობაზე.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, ცნობილი გახდა, რომ გულშემატკივართა უმრავლესობა ბართომეუს მუშაობით უკმაყოფილოა. კითხვა შემდეგში მდგომარეობდა: დაუყოვნებლივ უნდა მოიწვიოს თუ არა ბართომეუმ საპრეზიდენტო არჩევნები, თავად კი თანამდებობიდან გადადგეს. ამ კითხვას რესპონდენტების 86%-მა დადებითი პასუხი გასცა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩში "რეალ სოსიედადთან" 1:0 დამარცხდა, რასაც ანდონი სუბისარეტასა და კარლეს პუიოლის კლუბიდან წასვლა მოჰყვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 53 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.