ნეიმარს ფანები 190 მილიონად არ გაყიდდნენ

ნეიმარს ფანები 190 მილიონად არ გაყიდდნენ

ესპანურმა გამოცემა El Mundo Deportivo-მ თავის მკითხველებს შორის მათი აზრის დასაფიქსირებლად ჩაატარა გამოკითხვა, მიზანშეწონილია თუ არა ნეიმარის შესაძლოა გაყიდვა 190 მილიონ ევროდ. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ნეიმარში სწორედ 190 მილიონის გადასახდელად მზადაა.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, ცნობილი გახდა, რომ გულშემატკივრების 82 პროცენტმა ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხი გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეიმარს ფანები 190 მილიონ ევროდ არ გაყიდდნენ.

რამდენიმე დღის წინ, "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ, განაცხადა, რომ კატალონიური კლუბი ნეიმარის გაყიდვას არ გეგმავს. ბართომეუს უნდა, რომ ბრაზილიელმა ვარსკვლავმა კარიერა ესპანურ გრანდში დაასრულოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.