ბენედიტო: "ბარსაში" ძალიან სერიოზული სიტუაციაა"

ბენედიტო: "ბარსაში" ძალიან სერიოზული სიტუაციაა"

"ბარსელონას" საპრეზიდენტო პოსტის ყოფილი კანდიდატი აგუსტი ბენედიტო კლუბში ამჟამინდელ სიტუაციას აანალიზებს და აღნიშნავს, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევა სურს.

"ეს კრიზისის კიდევ ერთი ეპიზოდია, რომელიც კლუბს წინაშე დგას. სიმართლე ისაა, რომ ბართომეუს კლუბის წევრების მხოლოდ 20% უჭერს მხარს. ასეთი სიტუაციის გათვალისწინება შესაძლებელი იყო. კლუბში უკიდურესად რთული სიტუაციაა. ჩვენ ახალი პრეზიდენტის არჩევა გვინდა." - აცხადებს ბენედიტო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კლუბი დატოვეს ანდონი სუბისარეტამ და კარლეს პუიოლმა. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რთული ურთიერთობაა ლიონელ მესისა და ლუის ენრიკეს შორის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.