ჩავი, ინიესტა და ბუსკეტსი მესის შეხვდებიან

ჩავი, ინიესტა და ბუსკეტსი მესის შეხვდებიან

"ბარსელონას" 3 კაპიტანი ჩავი, ინიესტა და ბუსკეტსი, ლიონელ მესისა და ლუის ენრიკეს შორის დაძაბული ურთერთობის გამოსწორების მიზნით, არგენტინელ ვარსკვლავთან შეხვედრას აპირებენ.

შეხვედრა დაგეგმილია ოთხშაბათს დილით, სავარჯიშო სესიის დაწყებამდე. ჩავის, ინიესტასა და ბუსკეტს მესისთან მისი ლუის ენრიკესთან კონფლიქტის მიზეზების განხილვა და გუნდში დაძაბული ატმოსფეროს აღმოფხვრა სურთ.

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე უკმაყოფილო დარჩა მესის არყოფნით ღია ვარჯიშზე, რომელიც გულშემატკივარ ბავშვებს მიეძღვნა. ოფიციალური ინფორმაციით, არგენტინელმა ვარჯიში გასტროენტერიტის გამო გამოტოვა, თუმცა, Sport-ის ცნობით, მას ექიმებისთვის არ მიუმართავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 26 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.