ლუის ენრიკე ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს

ლუის ენრიკე ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ხოსეპ მარია ბართომეუს მადლობას უხდის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშნისთვის და აცხადებს, რომ კლუბის პრეიზდენტის გადაწყვეტილება კეთილშობიულური ჟესტია.

"ვადამდელი საპრეზიდენტი არჩევნების დანიშვნა - ძალიან კეთილშობილური ჟესტი პრეზიდენტისა და მთელი ხელმძღვანელობის მხრიდან. ვფიქრობ, ეს კარგი გადაწყვეტილებაა. ეს დაგვეხმარება, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ნახევარში უფრო ერთიანნი ვიყოთ." - აცხადებს ლუის ენრიკე.

შეგახსენებთ, რომ, ჯერჯერჯობით, ცნობილია 3 კანდიდატი, რომლებიც ოფიციალურად საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. ესენი არიან ხოსეპ მარია ბართომეუ, აგუსტი ბენედიტო და ხორდი ფარე.  დიდი ალბათობით, არჩევნებში მონაწილეობას ჟოან ლაპორტაც მიიღებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.