ბართომეუ: "გპირდებით, რომ მესი "ბარსელონას" არ დატოვებს"
"ბარსელონას" პრეზიდენტს, ხოსეპ მარია ბართომეუს იმედი აქვს, რომ გუნდის თავდამსხმელი, ლიონელ მესი სეზონის დასასრულს კატალონიურ გრანდს არ დატოვებს.
"გპირდებით, რომ ლიონელ მესი მომავალ სეზონში, "ბარსელონას" ფეხბურთელი იქნება. ჩვენ, მის სატრანსფერო სიაში შეყვანას არ ვაპირებთ. ამ ყველაფერს მხოლოდ მე არ ვამბობ, გუნდში დარჩენა ლეოსაც უნდა. ეს, მის სიტყვებშიც კარგად ჩანს."
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ლუის ენრიკესა და მესის შორის კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა. კერძოდ, არგენტინელმა ფეხბურთელმა ხელმძღვანელობას წაუყენა ულტიმატუმი, რომ არჩევანი მასსა და ენრიკეს შორის უნდა გაეკეთებინათ. თუმცა, ეს ინფორმაცია ორივე მხარემ უარყო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 21 ]