ნეიმარი: "არ მომწონს, როდესაც მცვლიან"

ნეიმარი: "არ მომწონს, როდესაც მცვლიან"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ნეიმარმა, კომენტარი გააკეთა "ლევანტესთან" მოგებული მატჩის შემდეგ. ბრაზილიელ ფეხბურთელს ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრაში მოედნის ნაადრევად დატოვება არ მოეწონა.

"სწორ გზაზე ვიმყოფებით. უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ფეხბურთის თამაში და ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია. დღეს მთელმა გუნდმა დაიმსახურა მილოცვა.

წინა მატჩში ვერ გავიტანე, მაგრამ არაფერი მომხდარა.

არ მომწონს, როდესაც მცვლიან. "ბარსელონას" ნებისმიერ ფეხბურთელს სიამოვნებს თითოეული წუთის მოედანზე გატარება," - აცხადებს ნეიმარი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 47 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.