ნეიმარი: "ყოველთვის მინდა 90 წუთი თამაში"

ნეიმარი: "ყოველთვის მინდა 90 წუთი თამაში"

"ბარსელონას" თავდამსხმელი ნეიმარი აცხადებს, რომ არ უყვარს, როდესაც მატჩის მიმდინარეობისას ცვლიან, მაგრამ პატივს სცემს გუნდის მთავარი მწვრთნელს, ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებას.

"არავის მოსწონს მატჩის დროს შეცვლა. ყოველთვის მინდა მეოდანზე 90 წუთის გატარება, თუმცა პატივს ვცემ ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებას." - აცხადებს ნეიმარი.

ნეიმარმა, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, 4 მატჩი ჩაატარა და გაიტანა 2 გოლი. მან ყველა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. რაც შეეხება ესპანეთის ჩემპიონატს, ბრაზილიელმა 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ძირითად შემადგენლობაში კი 7-ჯერ ითამაშა. ლა ლიგაში ნეიმარს 9 გოლი აქვს გატანილი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.