სერხი სამპერი: "ახალი ერა იწყება"
"ბარსელონას" სარეზერვო გუნდს ნამდვილად არ აქვს სახარბიელო პერიოდი. "ბარსელონა ბ" წინა სეზონში მესამე ადგილზე გავიდა სეგუნდაში, წელს კი გასავარდნ ზონასთან ახლოსაა. ეუსებიომ წინა წელს კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მიმდინარე სეზონში ნაჩვენები თამაშის გამო, "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ იგი მალევე დაითხოვა და მის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟორდი ვინიალსი დაინიშნა.
"ლა-მასიას"ერთ-ერთი მთავარი იმედი 20 წლის სერხი სამპერი, "ბარსა ბ"-ში მეორე სეზონს ატარებს. იგი სტუმრად იყო "Barça TV"-ში, სადაც საინტერესოდ ისაუბრა კლუბში არსებულ სიტუაციაზე.
"მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ეუსებიოსი. წინა სეზონში მან მომცა საშუალება 40 მატჩში მეთამაშა".
თუმცა სერხი სამპერი არ ცხოვრობს წარსულით: "ახალი ერა იწყება ჩვენთვის. მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელმა დაგვტოვა და ეს ყოველთვის სამწუხაროა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ახალ მწვრთნელთან. ჟორდი ვინიალსთან ერთად ჩვენ სწრაფი პროგრესი უნდა განვიცადოთ".
"ჟუვენილ ა"-ში მე მომიწია ვინიალსთან ერთად მუშაობა. ის არის ძლიერი ხასიათის მწვრთნელი და საკმაოდ მომთხოვნი ფეხბურთელების მიმართ. ვინიალსი ცდილობს გამოასწოროს გუნდში არსებული ხარვეზები".
"პირველ კვირაში ვინიალსთან ერთად ვმუშაობდით დაცვის გაძლიერებაზე, მას სჯერა, რომ შეტევაში დიდი პოტენციალი გვაქვს და ამის გამოყენებას ეცდება."
სერხი სამპერმა გუნდის პერსპექტივებიც შეაფასა: "დასაწყისისთვის ჩვენ გვჭირდება რამდენიმე კარგი მატჩი რომ დავიწყოთ აღმასვლა. ეს ყველაფერი ადვილად ჟღერს, თუმცა ბევრი მუშაობა დაგვჭირდება მიზნის მისაღწევად".
სერხი სამპერი ასევე შეეხო კაპიტნის, სერხიო ხუსტეს დაბრუნებას, რომელმაც მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი ამ კვირაში ჩაატარა: "მას რთული პერიოდი ჰქონდა, ჩვენ ყველანი მოხარულები ვართ კაპიტნის დაბრუნებით, იგი ყველაფერ კარგს იმსახურებს"
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]