ლიონელ მესიმ გასული წელი გაიხსენა

ლიონელ მესიმ გასული წელი გაიხსენა

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ გასული წელი გაიხსენა და შეჯამება გააკეთა. იტყობინება, AS.

"ახალ წელს მე ვცდილობ ავკრიფო ჩემი საუკეთესო კონდიციები მოედანზე, რაც შეიძლება სწრაფად. ვიცი, რომ გასული წელი ჩემთვის არც თუ ისე კარგი იყო ჩემს კარიერაში. მე საკმარისი პრობლემები მქონდა მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ. ახლა ჩემი ამოცანაა - დავივიწყო გასული წელი და წლების წინ არსებული დონე დავიბრუნო. "ბარსელონა" ამჟამად კარგ ფორმაშია. საბედნიეროდ, ჩვენ "სოსიედადთან" მარცხის შემდეგ (0:1) სიტუაცია გამოვასწორეთ. გუნდმა საკუთარი ძალები უკვე გამოსცადა და წინ გრძელი გზა გველის." - განაცხადა, მესიმ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 55 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.