ანდრეს ინიესტა: "ფინალში გასვლა ყოველთვის სასიამოვნოა"
"ბარსელონას" ესპანლემა ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ მატჩის დასრულების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.
"ფინალში გასვლა ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ კმაყოფილები და ამაყები უნდა ვიყოთ იმ თამაშით რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში ვაჩვენებდით. ახლა მთავარია ფოკუსირება ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე მოვახდინოთ."
"როდესაც ტაბლოზე შენთვის სასურველი ანგარიშია გამოსახული მისი შენარჩუნება ყოველთვის ძნელია.ჩვენ ვიცოდით, რომ "ვილიარეალს" გოლის გატანის შანსი ექნებოდა. თუმცა საბოლოდ, მეტოქის კარში სამი ბურთის გატანა მოვახერხეთ და კიდევ ერთ ფინალში მონაწილეობის უფელბაც მოვიპოვეთ."
"ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი გვქვს და ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ახლა კი ერთადერთი რაზეც უნდა ვიფიქროთ შაბათს "რაიოს" წინააღმდეგ გასამართი შეხვედრაა."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]