ინიესტა: "დავბრუნდი? არსად წავსულვარ"
"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ, "პარი სენ ჟერმენთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებითი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
პსჟ-სთან გამართული თამაშის მე-14 წუთზე, ინიესტამ შესანიშნავი გარღვევა შემოგვთავაზა, რასაც "ბარსელონას" პირველი გოლი მოჰყვა.
"1/2-ფინალში გასვლით ბედნიერები ვართ. მიხარია, რომ მოედანზე გასვლა მომიწია. ეს, ჩვენთვის, ყველასთვის, სასიამოვნო საღამო იყო.
იოლი თამაში არ ყოფილა, მაგრამ მას სერიოზულად მივუდექით და ინტენსიურად ვითამაშეთ. ფეხბურთი, ზოგჯერ, სიურპრიზებს გვთავაზობს. ამიტომ, ვიცოდით, რომ გოლი უნდა გაგვეტანა.
8 ნახევარფინალი ბოლო 10 წლის განმავლობაში - ეს, ფეხბურთელებისთვის და კლუბისთვის, მნიშვნელოვანი მიღწევაა. კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეთ.
ნამდვილი ინიესტა დაბრუნდა? არსად წავსულვარ. ყოველთვის ვცდილობ ჩემი საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენო."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 21 ]