კალათბურთის ტაქტიკა სტანდარტების დროს
მადრიდულმა Marca-მ საკმაოდ საინტერესო გამოკვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ "ბარსელონა", სტანდარტების დროს, კალათბურთში აპრობილებული ტაქტიკით მოქმედებს. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, კატალონიელები კალათბურთის ტაქტიკას როგორც დაცვითი, ასევე შეტევითი სტანდარტების დროს იყენებენ.
Marca-ს ჟურნალისტებს მაგალითად "ეიბართან" გამართულ მატჩში, მესის მიერ თავით გატანილი გოლი მოჰყავთ, რომელიც კუთხურს მოჰყვა. იმ ეპიზოდში, პიკემ და ბარტრამ 2 მეტოქე ფეხბურთელი ისე დაბლოკეს, რომ მათ საჯარიმოს შუაში სიტუაციის შესწავლის საშუალება არ მისცეს. ჩაწოდებამდე მცირე ხნით ადრე, პიკე და ბარტრა კარისკენ დაიძრნენ და მეტოქე ფეხბურთელებიც თან გაიყოლეს, რის შედეგადაც საჯარიმოს ცენტრში თავისუფალი სივრცე დარჩა და მესიმ ამით ისარგებლა.
რაც შეეხება დაცვას - "ბარსას", ესპანეთის ჩემპიონატში, სტანდარტიდან გოლი 25 ოქტომბრის შემდეგ არ გაუშვია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 26 ]