ალვესის აგენტი: "დანი მოწყენილია"
"ბარსელონას" მარჯვენა მცველის, დანი ალვესის აგენტი დინორა სანტანა აცხადებს, რომ მისი კლიენტი, რომელმაც უარი თქვა კატალონიური კლუბის შეთავაზებულ პირობებზე, იმედგაცრუებულია.
"დანი მოწყენილია. ვფიქრობდით, რომ საერთო ენის გამონახვას შევძლებდით. იყო მომენტები, როდესაც გვეგონა, რომ უკვე ყველაფერი დასრულებული იყო, მაგრამ, როდესაც "ბარსელონამ" კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი გამოთქვა, იმედი გვქონდა, რომ ალვესი აქ დარჩებოდა. დანის ოჯახი ბარსელონაში ცხოვრობს და შესანიშნავად ეწყობა კატალონიელებს. ასე რომ, "ბარსელონაში" თამაშის გაგრძელებას მისთვის დიდი მნიშნელობა ჰქონდა. ალვესმა მითხრა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მშვიდადაა და იმუშავებს ისე, როგორც ყოველთვის."
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონამ" ალვესს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა იმ პირობით, რომ ის მატჩების მინიმუმ 60%-ში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, ფეხბურთელმა თავისი კლუბის შეთავაზება არ მიიღო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]