არდა: "ბარსელონაში" თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი"
"ბარსელონას" ახალწვეული არდა თურანი, რომელიც კატალონიური კლუბში გუშინ გადავიდა, ტრანსფერით ძალიან ბედნიერია.
"ეს წარმოუდგენელია. "ბარსელონაში" თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. როგორც კი "ბარსას" შემოთავაზებაზე გავიგე, სხვა წინადადებების განხილვა არ მინდოდა. ეს ჩემი ოცნების კლუბია. ძალიან ბედნიერი ვარ.
"ბარსელონას" ინტერესის შეტყობის შემდეგ, ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურებამდე ვერც კი ვიძინებდი.
ლუის ენრიკემ დამირეკა და თბილად შემხვდა. ეს სასიამოვნო დეტალია.
ჩემთვის დიდი პატიცია ერთ გუნდში სუარესთან, ნეიმართან, მესისთან, ინიესტასთან თამაში. მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ინიესტა კი ჩემი კუმირია".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]