სერხიო ბუსკეთსი: ''ჩვენ ამბიციურები ვართ''

სერხიო ბუსკეთსი: ''ჩვენ ამბიციურები ვართ''

სერხიო ბუსკეთსი ექვსი დღის წინ დაუბრუნდა ინტენსიურ ვარჯიშს, მისი თანაგუნდელების მსგავსად. მან დღეს გამართა პრესკომფერენცია, სადაც ისაუბრა ''ბარსას'' სამომავლო გეგმებზე. მან თქვა, რომ ის მზადაა მონაწილეობა მიიღოს ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით შეხვედრაში, რომელიც დამდეგ შაბათს ბარსელონაში გაიმართება. ბუსკეთსმა ასევე განაცხადა, რომ გუნდს ძალიან უნდა ამ ტიტულის მოპოვება: '' წინა წელს დავამტკიცეთ, რომ ტიტულების მოგება მოტივაციას არ გვაკლებს, ჩვენ ყოველთვის მივისწრაფით გამარჯვებისკენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ფეხბურთელი მოტივირებულია შემდეგ თამაშზე ''სევილიას'' წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მოვიპოვოთ სეზონის პირველი ჯილდო, ჩვენ ხომ ასეთი ამბიციურები ვართ''.

  ამ მომენტისთვის ბუსკეთსი გუნდში ერთადერთი ცენტრალური ნახევარმცველია, თუმცა ''ბარსას'' ჰყავს არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ფეხბურტელები, რომლებსაც შეუძლიათ ამ პოზიციაზე თამაში. სერხიომ მათ მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა: ''ორიოლ რომეუ ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ის არასოდეს კარგავს პოზიციას. დოს სანტოსს კი ჩავის და ინიესტას შევადარებდი, ის ხომ უფრო შეტევაზეა ორიენტირებული. ჩვენ ყოველი მათგანის იმედი შეგვიძლია გვქონდეს''.

   იმედია 21 აგვისტოს ფეხბურთელები გამოიყენებენ მეორე შანსს და ''ბარსას'' მუზეუმს კიდევ ერთი ტიტულით გაამდიდრებენ.

                                                                                                                                                    წყარო: fcbarcelona.cat

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.