ინიესტა: ''კოლექტიურ თამაშს ვანიჭებ უპირატესობას''
არდადეგებიდან ახლად დაბრუნებულმა ანდრეს ინიესტამ, დილის ვარჯიშის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ისაუბრა ''ბარსას'' სამომავლო გეგმებზე. მან თქვა, რომ ის დაეხმარება გუნდს წარმატების მიღწევაში და ახალი ტიტულების მოგებაში. ''მე ტიტულების მოპოვება დიდ სიხარულს მანიჭებს, ამას ჩვენ გულშემატკივრებისთვის ვაკეთებთ. ჩემთვის ინდივიდუალური პრიზების მოგება მნიშვნელოვანი არ არის, მე კოლექტიურ თამაშს ვანიჭებ უპირატესობას. ''ბარსა'' აუცილებლად გააგრძელებს ტიტულების მოპოვებას და ვიცი, რომ ამით ყველა კულესს დიდ სიხარულს აჩუქებს''.
ინიესტამ ასევე ისაუბრა თავის ამჟამინდელ ფორმაზე: ''მე დღეს არ ვარ იდეალურ ფორმაში, მხოლოდ ახლა დავიწყე ვარჯიში და გუარდიოლას გადასაწყვეტია, ვითამაშებ თუ არა ''სევილიას'' წინააღმდეგ. თუმცა, მე ახლა ისე მსურს თამაში, როგორც არასდროს''.
ინიესტა ასევე შეეხო ახალგაზრდა ფეხბურთელების თემას: ''ჩვენ გაგვიმართლა, რომ ასეთი ნიჭიერი თაობა გვყავს, შეგვიძლია მათი იმედი გვქონდეს''.
იმედი ვიქონიოთ, რომ ინიესტა დაეხმარება ''ბარსას'' ესპანეთის სუპერ თასის მოპოვებაში.
წყარო: fcbarcelona.cat
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]