"ბარსა" ლა ლიგაში ზედიზედ 4 სეზონში მინიმუმ 100 გოლს იტანს

"ბარსა" ლა ლიგაში ზედიზედ 4 სეზონში მინიმუმ 100 გოლს იტანს

"ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მე-4 სეზონში 100-გოლიან ნიშნულს მიაღწია. პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში საიუბიოლეო მე-100 გოლი ლიონელ მესიმ "კორდობასთან" შეხვედრაში გაიტანა.

"ბარსელონამ" 2011/12 სეზონში გაიტანა 114 გოლი, 2012/13 სეზონში - 115 გოლი, 2013/14 სეზონში - 100 გოლი, 2014/15 სეზონში კი კატალონიურ კლუბს, ჯერჯერობით, 105 გოლი აქვს გატანილი. მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ესპანეთის ჩემპიონატში "ლურჯ-ბროწეულისფერებს" 3 მატჩი დარჩათ ჩასატარებელი: "რეალ სოსიედადთან", "დეპორტივოსა" და "ატლეტიკოსთან".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 20 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.