კიელინი: "ბერლინში იმ იმედით გავემგზავრებით, რომ "ბარსელონას" დამარცხებას შევძლებთ"
ტურინის "იუვენტუსის" იტალიელმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა, რომელიც 6 ივნისს ბერლინში გაიმართება, იტალიელების მეტოქე კი "ბარსელონა" იქნება.
"ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და გასაოცარი მატჩი ჩემს კარიერაში და ვფიქრობ ყველა დანარჩენისთვისაც. ეს დაუჯერებელი სიხარულია და ჩვენ გვსურს დავტკბეთ ამით, რადგან მსგავსი რამ ყოველდღე არ ხდება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ფინალში თამაშს ვიმსახურებთ და ახლა შეგვიძლია ბერლინში იმ იმედით გავემგზავროთ, რომ "ბარსელონას" დამარცხებას შევძლებთ, რადგან ჩვენ ძლიერები ვართ და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. პენალტი? მოედანზე ჩანდა, რომ არბიტრის გადაწყვეტილება ზედმეტად მკაცრი იყო, მაგრამ განმეორებაზე ყველაფერი ნათლად გამოჩნდა." - განაცხადა, კიელინიმ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]