ბუფონი: "ბერლინში ტურისტების ამპლუაში ჩასვლას არ ვაპირებთ"
ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, 37 წლის ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდგომ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ იტალიელები ფინალში "ბარსელონას" დაუპირისპირდებიან.
"ყველაფერს ისეთი პირი უჩანდა, თითქოს ეს გარდაუვალი ყოფილიყო. ჩვენ ყველაფერი გამოგვივიდა, რაც გვსურდა. ჩვენ არ უნდა გავემგზავროთ ბერლინში ტურისტების ამპლუაში. ჩვენ იქ მივემგზავრებით მატჩზე, რომელსაც კოლოსალური მნიშვნელობა აქვს გუნდისთვის. მე ვამაყობ ჩემი კლუბით, ფეხბურთელებით და იმ გზით, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, ასე რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ფინალში ნახევარი ძალით ვითამაშოთ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავიღოთ." - განაცხადა, ბუფონმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]