ვალდესი ახალი ტიტულების მოსაპოვებლად მზადაა

ვალდესი ახალი ტიტულების მოსაპოვებლად მზადაა

კვირას ვარჯიშის შემდეგ ვიქტორ ვალდესმა პრესასთან ისაუბრა. მან თქვა, რომ ''ბარსა''  მზადაა წარმატებების მისაღწევად. გუნდმა ბოლო რამდენიმე სეზონში ყველა ტიტულის მოპოვება მოახერხა, რაც კი შეასაძლებელი იყო. მაგრამ ვალდესი ამით არ კმაყოფილდება და ამბობს, რომ მათ მოტივაცია არ დაუკარგავთ: '' ჩვენ თავდაუზოგავად ვვარჯიშობთ, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში. თავს უფლებას არ მივცემთ დაგვავიწყდეს გამარჯვების გემო, ძალიან მოგვწონს ტიტულების მოპოვება, ამით ხომ დიდ სიხარულს ვანიჭებთ გულშემატკივრებს, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ესაა ჩვენი წარმატების საიდუმლო''.

  ''ბარსას'' გოლკიპერმა ასევე განაცხადა, რომ პრობლემას არ წარმოადგენს ის საკითხი, რომ ესპანელი ფეხბურთელები გუნდში შედარებით გვიან დაბრუნდნენ: ''ჩვენ უკვე მრავალი წელია ერთად ვთამაშობთ, ამიტომ ამით არანაირი პრობლემა არ შეგვექმნება".

  ვალდესმა ისაუბრა ახლად მოპოვებულ ესპანეთის სუპერ თასზე: ''მნიშვნელოვანია, რომ სეზონი გამარჯვებით დავიწყეთ, ახლა მთავარია ასეთი სახე შევინარჩუნოთ და ვითამაშოთ ისე, როგორც ჩვენს ფანებს და გუარდიოლას უნდათ''.

  მან რამდენიმე სიტყვით შეაფასა დავიდ ვილიას ტრანსფერი: ''დარწმუნებული ვარ, რომ დავიდი გუნდს ბევრ წარმატებას მოუტანს, ის ხომ შესანიშნავი ადამიანია. მისი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ამოვისუნთქოთ".

  ვალდესმა კომფერენცია რონალდინიოზე საუბრით დაასრულა: ''ის დაბრუნდება ''კამპ ნოუზე'' ამდენი ხნის შემდეგ. რონალდინიო ჩვენი გუნდის უმთავრეს ძალას წარმოადგენდა, ასევე ის ძალიან მხიარული ადამიანი იყო და გასახდელში შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნიდა''.

 

 

 

წყარო: fcbarcelona.cat

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.