"ბარსამ" ბრავოს, მასიპს, ვერმალენსა და დუგლასს ჩემპიონთა ლიგა მოგებულად ჩაუთვალა
თუ "ბარსელონას" ოფიციალურ საიტს დავუჯერებთ, კლაუდიო ბრავომ, ხორდი მასიპმა, ტომას ვერმალენმა და დუგლასმა ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.
როგორც იცით, "ბარსელონას" მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, ხსენებულ ოთხეულს ოქროს მედლები გადაეცა. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვინაიდან მათ ამ ტურნირზე არცერთი თამაში არ ჩაუტარებიათ, უეფა მათ მედლების დაბრუნებას თხოვს.
უეფა-სგან განსხვავებით, ბრავოს, მასიპს, ვერმალენსა და დუგლასს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებად მიიჩნევს "ბარსელონა". კლუბის ოფიციალურ საიტზე, ფეხბურთელების პირად გვერდებზე, ტიტულებში 2014/15 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგასაც შევხვდებით.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]