პიკე: "როლდანზე სიტყვებს კვლავ გავიმეორებდი"

პიკე: "როლდანზე სიტყვებს კვლავ გავიმეორებდი"

"ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ მადრიდის "რეალის" გულშემატკივრების მხრიდან მისი მისამართით სტვენაზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ტრებლის აღნიშვნის დროს, პიკემ იმ მუსიკოსს, რომელიც რონალდუს წვეულებაზე იყო მიწვეული, ირონიულად მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ "ბარსელონას" მიერ სამივე ტიტულის მოგებაში წვლილი მასაც მიუძღვის. ამან "რეალის" გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია და პიკეს, ესპანეთის ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, უსტვინეს.

"გულშემატკივრებს თავიანთი აზრის გამოხატვის უფლება აქვთ. ყველას შეუძლია თავისუფლად გამოხატოს ის, რასაც გრძნობს. ასეთია ჩვენი სამუშაო - ზოგჯერ გისტვენენ, ზოგჯერ კი, ტაშს გიკრავენ.

ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია. ვცდილობ, კონცენტრაცია შევინარჩუნო. მომხდარს ჩემზე არ უმოქმედია. "ბარსელონასთან" ერთად, ახლახანს, 3 ტიტული მოვიგე და ძალიან ბედნიერი ვარ.

რაც შეეხება როლდანზე ჩემს სიტყვებს - მათ კიდევ გავიმეორებდით. იმ დროს, ჩვენ ზეიმი გვქონდა. ეს შესანიშნავი მომენტი იყო და უბრალოდ ვიხუმრე. ხუმრობის შედეგებს ვერაფერს ვუზამ და სიმართლე გითხრათ, ეს დიდ ზიანს არც მაყენებს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.