ალეიშ ვიდალს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა
გუშინ, ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართა. "ფურია როხამ" კოსტა რიკის ეროვნული გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა "ბარსას" ახალწვეულს, ალეიშ ვიდალს, რომელმაც შეტევის მარჯვენა ფლანგზე პირველი ტაიმი ითამაშა. მატჩი სრულად ჩაატარა მარკ ბარტრამ, პიკე და ბუსკეტსი თამაშში მე-2 ტაიმში ჩაერთვნენ, ხორდი ალბა და პედრო კი სათადარიგოები იყვნენ.
შეხვედრის ბედი "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს. მე-8 წუთზე, სესკ ფაბრეგასმა პაკო ალკასარს გაატანინა, ხოლო 30-ე წუთზე, თავად ფაბრეგასმა "ბარსა" კიდევ ერთ ყოფილი ფეხბურთელის, ნოლიტოს გადაცემით გაიტანა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]