ნეიმარი ნაკრებშიც ბრწყინავს

ნეიმარი ნაკრებშიც ბრწყინავს

დღეს დილით 2015 წლის კოპა ამერიკაზე ბრაზილიის ნაკრებმა პერუსთან თავისი პირველი მატჩი გამართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს "ბარსელონელებმაც", რომლებმაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს სელესაოს გამარჯვებაში.

თამაშში ანგარიში პერუმ მე-3 წუთზე გახსნა, 2 წუთში კი "ბარსელონას" ვარსკვლავმა ნეიმარმა, რომელმაც პირველი ტაიმის ბოლოს ყვითელი ბარათიც მიიღო, ალვესის შესანიშნავი გადაცემით წონასწორობა აღადგინა. გამარჯვების გოლი დუგლას კოსტას დამატებით დროში ნეიმარმა გაატანინა. 2-ივე "ბარსელონელმა" მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

დღეს ღამით გაიმართება ჩილესა და მექსიკას შორის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს კატალონიური კლუბის მეკარე კლაუდიო ბრავო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.