ნეიმარს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს
ბრაზილიის ნაკრების ლიდერი ნეიმარი კოპა ამერიკის მიმდინარე გათამაშებაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ამის მიზეზი სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებაა.
კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში, კოლუმბიასთან გამართულ შეხვედრაში, ნეიმარის მიერ კარში დარტყმული ბურთი არმეროს მოხვდა. ამ დროს, მსაჯს თამაში უკვე დასრულებული ჰქონდა და ნეიმარის ქმედებამ კოლუმბიელები გააღიზიანა, რასაც მასსა და კარლოს ბაკას შორის ჩხუბი მოჰყვა და მოედნიდან ორივე მათგანი გააძევეს.
თავდაპირველად, სადისციპლინო კომიტეტმა ნეიმარის 2 მატჩით დასჯა გადაწყვიტა, მაგრამ საბოლოოდ, ბრაზილიელს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. ეს კი ნიშნავს, რომ 23 წლის ფეხბურთელისთვის კოპა ამერიკის მიმდინარე გათამაშება დასრულდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]