ოფიციალურად: ბრაზილიელები ნეიმარის დისკვალიფიკაციას არ გაასაჩივრებენ
დღეს ცნობილი გახდა, რომ ნეიმარი კოპა ამერიკის მიმდინარე გათამაშებაში ნამდვილად ვეღარ ითამაშებს. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ დისკვალიფიკაციის გასაჩივრება გადაიფიქრა.
ბრაზილიასა და კოლუმბიას შორის გამართულ შეხვედრაში, ნეიმარმა მეტოქეს ბურთი მოარტყა, რის გამოც ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა შეხვედრის არბიტრს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა, რის გამოც მის სასჯელს კიდევ 3 მატჩი დაემატა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნეიმარი კოპა ამერიკის მიმდინარე გათამაშებაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიური მხარე სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა, მაგრამ დღეს გავრცელდა ოფიციალური ცნობა, რომლის თანახმადაც, ფედერაცია დისკვალიფიკაციას არ გაასაჩივრებს. ასევე ცნობილი გახდა, რომ ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ბანაკს დატოვებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]