ბრაზილიამ ნეიმარის დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა
ბრაზილიური ფეხბურთის კონფედერაციამ ნეიმარის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა. ამ ინფორმაციას ორგანიზაციის ოფიციალური საიტი ავრცელებს.
"ბარსელონასა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი ნეიმარი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის კონფედერაციამ დასაჯა. ბრაზილიელებმა აპელაციით FIFA-ს მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს.
ნეიმარმა 2 შეხვედრა კოპა ამერიკაზე უკვე გამოტოვა. თავდამსხმელი დარჩენილ თამაშებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების დროს გამოტოვებს. სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო გადაწყვეტილებას ოქტომბერში მიიღებს.
ნეიმარი კოლუმბიასთან კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში კარლოს ბაკასთან ჩხუბის გამო წითელი ბარათით დაისაჯა, რასაც 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოჰყვა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]