ბრაზილიამ ნეიმარის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა

ბრაზილიამ ნეიმარის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ "ბარსელონას" თავდამსხმელის, ნეიმარის კოპა ამერიკაზე 4-მატჩიანი დისკფალიფიკაცია გაასაჩივრა.

"არ გვინდა, რომ რამე ჩვენს სასარგებლოდ ან წინააღმდეგ იყოს, უბრალოდ, ნეიმარისადმი სამართლიანი დამოკიდებულება გვინდა. ტურნირზე ყველაფერი ერთნაირად უნდა შეფასდეს.

ეს ძალიან მძიმე სასჯელია ნეიმარისთვის. ჩვენ ყველას გვიყვარს ფეხბურთი და მისი მოედანზე ხილვა გვსურს", - აცხადებს ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დუნგა.

ნეიმარმა კოლუბიასთან შეხვედრის დროს, პირველი ტაიმის დასასრულს, ყვითელი ბარათი მიიღო, თამაშის ბოლოს კი, კარლოს ბაკასთან ჩხუბის გამო, წითელი ბარათი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.