არბიტრაჟმა ნეიმართან დაკავშირებული სარჩელი არ დააკმაყოფილა
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ "სელესაოს" ლიდერი ნეიმარი გუნდის მომდევნო ორ ოფიციალურ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
გასულ ზაფხულში გამართულ კოპა ამერიკაზე, ნეიმარმა წითელი ბარათი კოლუმბიასთან გამართულ შეხვედრაში მიიღო, რაც მას 4-მატჩიან დისკვალიფიკაციად დაუჯდა.
23 წლის ფეხბურთელმა 2 ოფიციალური თამაში უკვე გამოტოვა. ბრაზილიელებს იმედი ჰქონდათ, რომ სპორტული არბიტრაჟი ნეიმარის სასჯელს შეამცირებდა და ის მიმდინარე თვეში ჩილესთან და ვენესუელასთან გასამართ მატჩებში მონაწილეობას მიიღებდა. თუმცა, ასე არ მოხდა და "ბარსელონას" ვარსკვლავს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი 2 შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]