პედრო: "მოურინიოსთან არანაირი საუბარი არ მქონია"

პედრო: "მოურინიოსთან არანაირი საუბარი არ მქონია"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა პედრო როდრიგესმა უარყო ჭორები მის ლონდონში გადაბარგებასთან დაკავშირებით. გავრცელდა ცნობა, რომ "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ესპანელს დაუკავშირდა და ინგლისში გადაბარგება შესთავაზა.

"მე მოურინიოსთან არ მისაუბრია, ეს იქნებოდა "ბარსელონას" უპატივცემულობა. მაგრამ ნამდვილად მაქვს რამდენიმე კლუბისგან შემოთავაზება. რთული სიტუაციაა, მე მინდა, რომ ვითამაშო მეტი, მაგრამ სიტუაცია ხდება უფრო ძნელი და ძნელი.

მე ვოცნებობდი "ბარსელონაში" თამაშზე და ერთად ბევრი ჯილდოს მოგებაზე. მაგრამ ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს ამბიცია ითამაშოს მეტი, გასამარჯვებლად უფრო მეტი რამ უნდა გააკეთოს. ვნახოთ რა მოხდება შემდგომში."– განაცხადა პედრომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.