ენრიკე: "არ მსურს, რომ პედრო წავიდეს, მაგრამ მისი გადაწყვეტილება უნდა დავაფასოთ"
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კლუბის 28 წლის ესპანელი თავდამსხმლის, პედრო როდრიგესის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა. იტყობინება, The Guardian.
"მე არ მსურს, რომ ვინმე წავიდეს, მაგრამ მის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხაა მითითებული. ჩვენ პედროს გადაწყვეტილება უნდა დავაფასოთ. მე ვერავის ვერ მოვატყუებ და ვერ დავპირდები სათამაშო დროს. ეს მხოლოდ მათი პირადი გადაწყვეტილება იქნება." - განაცხადა, ენრიკემ.
ბოლო დროს პრესაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, პედრო სავარაუდოდ "ჩელსის" შეუერთდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]