ლუის ენრიკე: "პედროს დარჩენა უნდა"
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, პედრო როდრიგესის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.
"არავინ იცის, დარჩება თუ არა პედრო ჩვენთან. სატრანსფერო ჭორებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მე არ ვღებულობ.
თბილისში, ის სასტარტო შემადგენლობაში იმიტომ არ იყო, რომ ბოლო დღეების განმავლობაში არ უვარჯიშია. მისი სიტუაცია ურთიერთგამომრიცხავია: მას დარჩენა უნდა, მაგრამ ამავე დროს, მეტი სათამაშო დროც სურს.
კვლავ განვაგრძობ შემადგენლობაში იმ ფეხბურთელების დაყენებას, რომლებიც უკეთ მომზადებულნი არიან. სატრანსფერო ფანჯრის დახურვას მოუთმენლად ველოდები. იმედი მაქვს, ყველაფერი გადაწყდება."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]