ნეიმარი: "ლეო ჩემი მეგობარი და კუმირია"

ნეიმარი: "ლეო ჩემი მეგობარი და კუმირია"

"ბარსელონას" ბრაზილიელმა ფორვარდმა, ნეიმარ ჟუნიორმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია "ოქროს ბურთის" ნომინაციაზე წარდგენილი იყოს ლიონელ მესისთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად.

"თუ კი სამეულში შევალ ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნება. ვოცნებობ ჩემთან ერთად იყვნენ მესი და რონალდუ, ჩემთვის ეს დიდი პატივი იქნებოდა.

ჩემი ურთიერთობა მესისთან? "ბარსელონაში" გადასვლამდე მეუბნებოდნენ, რომ მასთან ჩხუბი მექნებოდა და რომ იგი პასს არ მომცემდა. მაგრამ ლეომ ბრწყინვალედ მიმიღო გუნდში და დღეს ჩემს კარიერაში მას აქვს ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა გაკეთებული.

ლეო არის ჩემი მეგობარი და ამავე დროს ჩემი კუმირი." – განაცხადა ნეიმარმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.