ნეიმარი: "ჩავისთნ, ინიესტასთან და მესისთან ერთად თამაში დიდი პატივია"
ნეიმარის თქმით, მისთვის ძალიან დიდი პატივია, რომ იგი ჩავისთან, ინიესტასთან და მესისთან ერთად ითამაშებს. როგორც მოგეხსენებათ "ბარსელონამ" ნეიმარის ტრანსფერი უკვე განახორციელა და მომავალი სეზონიდან იგი კატალონიური კლუბის მაისურს მოირგებს.
"თამაში ჩავისთან, ინიესტასთან და მესისთნ - ეს ჩემთვის დიდი პატივია. ჩემი ოცნება ახდა და მე გავხდი ამ კლუბის ნაწილი. არ ვიცი როდის გავემგზავრები ესპანეთში".
"ყველაფრისთვის მადლობელი ვარ "სანტოსის". ამჟამად კი მე მთლიანად ჩემს ახალ კლუბზე ვფიქრობ. სხვათა შორის მე დანი ალვეშთან "ბარსელონაში" წასვლაზე არაერთხელ მისაუბრია". - განაცხადა ნეიმარმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]