ლუის ენრიკე: "რაც უფრო რთული იქნება ბრავოსთან და შტეგენთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, მით უკეთესი"
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ კლაუდიო ბრავოსთან და ტერ შტეგენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია და ჯერ არც ჩქარობს.
"რა თქმა უნდა, რაც უფრო რთული იქნება მწვრთნელისთვის გადაწყვეტილების მიღება, ეს უკეთესია. კარგია, რომ ჩვენ არჩევანის გაკეთების საშუალება გვაქვს. ჩვენ არ ვჩქარობთ გადაწყვეტილების მიღებას. დავინახავთ, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებ." – განაცხადა ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ლა ლიგის ჩემპიონატში კლუბის კარს კლაუდიო ბრავო იცავდა, ხოლო ესპანეთის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე - ტერ შტეგენი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]