sport: ჟერსონმა გადაწყვეტილება მიიღო

sport: ჟერსონმა გადაწყვეტილება მიიღო

sport–ის ცნობით "ფლუმინენსეს" ნახევარმცველი ჟერსონ სანტოს და სილვა უახლოეს დღეებში გააფორმებს "ბარსელონასთან" ხელშეკრულებას.

"ბარსელონას" ბრაზილიელის მამასთან და კლუბთან ყველაფერი შეთანხმებული ჰქონდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ბრაზილიელის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს იტალიელებმა, კერძოდ "რომას" ხელმძღვანელობამ, მათ ფეხბურთელის შესაძენად 16 მილიონი ევრო გამოყვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელზე დიდი ზეწოლა განახორცილეს, მან თავისი მყარი გადაწყვეტილება არ შეცვალა და იტალიელებს კატეგორიული უარი შეუთვალა. წყაროს ცნობით კატალონიელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს გადაიხდიან. რაც შეეხება მასთან კონტრაქტის გაფორმებას, ეს უახლოეს დღეებში მოხდება.

კონტრაქტის გაფორმების დროს გადაწყდება მოთამაშე არენდით სხვა კლუბში ითამაშებს თუ არა. ეს ყველაფერი ფიფას სანქციამ განაპირობა. თუმცა არსებობს "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს გადაწყვეტილება, მას სურს, რომ ყველა ახლად შეძენილმა ფეხბურთელმა იანვრამდე კლუბთან ერთად ივარჯიშოს, რათა უკეთ გაეცნონ მის ფილოსოფიას და უფრო მალე მოხდეს მათი გუნდთან ადაპტაცია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.