"ჰამბურგმა" ჰალილოვიჩზე უარი თქვა

"ჰამბურგმა" ჰალილოვიჩზე უარი თქვა

"ბარსელონას" ახალგაზრდა ხორვატი ფეხბურთელი ალენ ჰალილოვიჩი, მომდევნო სეზონში, "ჰამბურგში" არ ითამაშებს. გერმანულმა კლუბმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 19 წლის შემტევი "ჰამბურგში" არენდით გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. ცნობილია, რომ "ბარსელონა" ითხოვდა, ხორვატს მონაწილეობა გერმანული გუნდის თამაშების მინიმუმ 60%-ში მიეღო. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ჰამბურგს" კატალონიელთათვის კომპენსაცია უნდა გადაეხადა. დღეს გაირკვა, რომ გერმანელები ამ პირობაზე არ დათანხმდნენ და ტრანსფერი ჩაიშალა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.