ტორესი: "პედროს ინგლისში ყველაფერი გამოუვა"
მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი მიიჩნევს, რომ მის თანამემამულეს, "ბარსელონას" შემტევს, პედრო როდრიგესს, ინგლისის პრემიერლიგაში მაღალ დონეზე თამაში შეუძლია.
"დარწმუნებული ვარ, რომ პედროს ინგლისში ყველაფერი გამოუვა. მას ყველა ის თვისება გააჩნია, რომელიც "ბარსელონაში" დიდი ხნის განმავლობაში მოთამაშე ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს.
პედრო მოედანზე თავდაუზოგავად მუშაობს და მცველებს ეხმარება. მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ინგლისში წარმატებას მიაღწიოს.
ვფიქრობ, პედროსთვის "ბარსელონა" რთული დასატოვებელია, მაგრამ მე, ისე, როგორც არავინ, ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოედანზე ხშირად გასვლა. ფეხბურთელმა იმ გუნდში უნდა ითამაშოს, სადაც მოედანზე გასვლის მეტი შანსი ექნება." - განაცხადა ტორესმა, რომელიც ინგლისში 8 წლის განმავლობაში თამაშობდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]