ტორესი: ”ვერ ვხვდები, ვინ უნდა შეცვალოს ფაბრეგასმა ”ბარსაში”

ტორესი: ”ვერ ვხვდები, ვინ უნდა შეცვალოს ფაბრეგასმა ”ბარსაში”

ლონდონის ”ჩელსის” თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა თავისი მოსაზრება გამოხატა ცესკ ფაბრეგასის ”ბარსელონაში” გადასვლასთან დაკავშირებით. ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელის აზრით, კატალონიელებს ისედაც ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ.

”ბარსელონას” მიერ ფაბრეგასის შეძენა? რთული სათქმელია... ეს შეკითხვა კატალონიელთა მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას კომპეტენციაში შედის. თუმცა მე ეჭვი მეპარება ასეთი ტრანსფერის მიზანშეწონილობაში. ჩნდება შეკითხვა: ვის ნაცვლად უნდა ითამაშოს ფაბრეგასმა გუნდის ძირითად შემადგენლობაში? მიუხედავად ამისა, ეს იქნება ”ლურჯ-ბროწეულისფერთათვის” მნიშვნელოვანი შენაძენი. ცესკს ინგლისში უფრო აფასებენ, ვიდრე ესპანეთში, სადაც მას არ უთამაშია. ინგლისში ის ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში შედის. თუმცა, მე მაინც იმ აზრზე ვარ, რომ რთულია ”ბარსელონას” თამაშის ხარისხის გაუმჯობესება.” - ციტირებს ტორესის სიტყვებს Sport.es.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.