ნოლიტოს გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევრო გახდება

ნოლიტოს გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევრო გახდება

ვიგოს "სელტამ" "ბარსელონას" წარმომადგენლებს აცნობა, რომ მომდევნო ხუთშაბათს, გუნდის შემტევი ნოლიტო ახალ კონტრაქტს გააფორმებს და მისი გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევრო გახდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ლუის ენრიკეს "სელტას" 28 წლის შემტევი ნახევარმცველის, ნოლიტოს დამატება სურს. ასტურიელი სპეციალისტი მას გუნდიდან სავარაუდოდ წამსვლელი პედროს შემცვლელად მოიაზრებს.

ნოლიტოს გამოსასყიდი თანხა, ამჟამად, 18 მილიონი ევროა და "სელტა" ფასის დაკლებას არ აპირებს. ცნობილი ხდება, რომ თუ "ბარსელონა" ფეხბურთელს მომდევნო ხუთშაბათამდე არ შეიძენს, ნოლიტო "სელტასთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს და მისი გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევრო გახდება.

ნოლიტო "ბარსა ბ"-ში 2008-1011 წლებში თამაშობდა. სწორედ ამ დროის განმავლობაში, კატალონიელთა ახალგაზრდულ გუნდს ლუის ენრიკე წვრთნიდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.