ნოლიტო "ბარსას": "შეგიძლიათ, 18 მილიონად მიყიდოთ"

ნოლიტო "ბარსას": "შეგიძლიათ, 18 მილიონად მიყიდოთ"

"სელტას" ლიდერი ნოლიტო აცხადებს, რომ მის მსურველ ყველა გუნდს, მათ შორის "ბარსელონას", მისი 18 მილიონ ევროდ შეძენა შეუძლია. 29 წლის შემტევი კატალონიურ კლუბს აჩქარებისკენ მიანიშნებს.

"ზაფხულში რომ ახალი კონტრაქტი გამეფორმებინა, "ბარსელონასთვის" გამოსასყიდი თანხა 18 მილიონი ევრო იქნება, სხვა გუნდებისთვის კი - 25 მილიონი. ხელშეკრულება ახლა რომ გავახანგრძლივო, გამოსასყიდი თანხა ყველა გუნდისთვის 25 მილიონი იქნება. დღესდღეობით კი, ჩემი ყიდვა ნებისმიერ გუნდს 18 მილიონად შეუძლია."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.