ალვესი და ბუსკეტსი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლიან
"ბარსელონას" მარჯვენა მცველმა და ნახევარმცველმა, დანი ალვესმა და სერხიო ბუსკეტსმა, "ბილბაოსთან" მატჩში ტრავმები მიიღეს. ლუის ენრიკემ 2-ივე ფეხბურთელი შეხვედრის დროს შეცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, ალვესმა, რომელიც მე-19 წუთზე სერხი რობერტოთი შეცვალეს, ბარძაყის კუნთი დაიზიანა.
რაც შეეხება ბუსკეტსს, რომელიც 68-ე წუთზე მარკ ბარტრათი შეცვალეს, როგორც ცნობილია, მას კოჭის ტრავმა აქვს.
დღეს, 2-ივე ფეხბურთელი ტრავმების სირთული გამოსაკვლევად სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]