"ბარსელონამ" 633 მილიონიანი შემოსავალი დაგეგმა

"ბარსელონამ" 633 მილიონიანი შემოსავალი დაგეგმა

"ბარსელონას" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, კატალონიური გუნდი, 2015/16 წლების სეზონში, 633 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავს, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდული თანხა იქნება.

"ბარსას" წარმომადგენელთა გათვლებით, მიმდინარე სეზონში, კლუბის წლიური შემოსავალი, გასულ სეზონთან შედარებით, 25 მილიონით გაიზრდება და 633 მილიონს შეადგენს. აქედან მოგება 20.2 მილიონი იქნება, რაც ასევე სარეკორდო თანხაა. შედარებისთვის, გასულ სეზონში, კლუბის სუფთა მოგება 15 მილიონი ევრო იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.