მონტოიას აგენტი: "მარტინი "ბარსელონაში" არ დაბრუნდება"
მილანის "ინტერის" მარჯვენა მცველის, მარტინ მონტოიას აგენტი თავისი კლიენტის "ბარსელონაში" დაბრუნებაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
მონტოია "ინტერში" ამ ზაფხულს არენდით გადავიდა. მას ჯერ იტალიური კლუბის შემადგენლობაში არცერთი ოფიციალური მატჩი არ უთამაშია.
"ეს ყველაფერი სისულელეა. მონტოია ადაპტაციას გადის იტალიურ ფეხბურთთან. მას დრო ჭირდება, რათა მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს.
გუნდი ჩემპიონატში პირველ ადგილზე იმყოფება. მარტინი მხოლოდ სრულად დახარჯვასა და ფიზიკურ და ტაქტიკურ სისტემაში მორგებაზე ფიქრობს. ის ძალიან ბედნიერია მილანში, კარგად ეგუება გარემოს, კლუბსა და მწვრთნელს".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]