მონტოიას მომავალი დამოკიდებულია მხოლოდ ”ბარსელონაზე”
მარტინ მონტოიას აგენტმა განაცხადა, რომ ”ინტერისა” და ”ლივერპულის” სამიზნე ბედნიერია კატალონიაში და შესაბამისად, არ აპირებს კლუბის დატოვებას.
ესპანელი მცველის კონტრაქტი ”ბარსელონასთან” 2014 წლამდეა გათვლილი და აქამდე მარტინი აცხადებდა, რომ მას უნდოდა მეტი სათამაშო დრო, რათა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მიეღო მონაწილეობა. ახლა მისი აგენტი საპირისპიროს ამტკიცებს და აცხადებს, რომ მონტოიას მომავალი ”ბარსას” ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული.
”ბევრ ლაპარაკს აზრი არ აქვს და სიტუაცია აშკარაა. ჩემი კლიენტის კონტრაქტი კლუბთან 2014 წლამდეა გათვლილი, ე.ი მარტინი 2014 წლამდე დაიცავს ”ბარსელონას” ღირსებას. პრესაში არაერთხელ წამიკითხავს, რომ მარტინის შეძენა ”ინტერს” სურს, მაგრამ ამისთვის იტალიელთა ხელმძღვანელობამ საქმეები ”ბარსასთან” უნდა მოაგვარონ. მარტინი ბედნიერია კატალონიაში და მისი მომავალი დამოკიდებულია მხოლოდ ”ბარსელონაზე” - განაცხადა ხოსე მარია ორობიტმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]